5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.
5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.
ნამოხვანის კაშხალის მშენებლობის მოწინააღმდეგეები,რომლებიც უკვე 97 ღამეა კარვებში ათენებენ,ხეობაში სამუშაოების განახლების შესახებ საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, კომპანია ,,ენკამ,, რიონის ხეობაში ტექნიკა დილით ადრე შეიყვანა.მობილიზებულია პოლიცია.ჰესის მშებებლობა გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო.აქციის მონაწილეების თქმით, ,,ენკა,, სამუშაოებს ძალადობრივად იწყებს.
რიონის ხეობაში შეკრებილების თქმით, პოლიცია აპირებს მათ მიერ დადგმული ჯვრის აღებას.როგორც სამართალდამცველები ამბობენ,ჯვარი კერძო ტერიტორიაზეა აღმართული.
აქციის მონაწილე ქალბატონსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა,როცა ქალბატონი ჯვართან მისვლას აპირებდა.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მუნიციპალური ავტობუსებისთვის მძღოლებს ეძებს. 9 თებერვლამდე კომპანია საბუთების მიღებას აცხადებს, შემდეგ კი გასაუბრება იქნება . კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მათი მიზანია პირველი მარტიდან, როცა ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მოსახლეობას ახალი, მუნიციპალური ავტობუსები მოემსახუროს.როგორც გიორგი გიორგობიანი აცხადებს, უსამსახუროდ არ დარჩებიან ის მძღოლებიც, რომლებიც ახლა არიან დასაქმებულები .საბუთების შეტანა ვაკანსიაზე მათაც შეუძლიათ, თუმცა არის რამდენიმე კრიტერიუმი-ასაკი 65 წელს ქვევით და სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 4 წლისა.
დღეს ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი ამბობენ, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა და თუ დროულად არ გაიხსნა ბაზრობები, ლუკმაპურის გარეშე რჩებიან. სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების გახსნის პარალელურად აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას და შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ.აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
,,კორონარეგულაციები გადაიქცა მონურ რეგულაციებად .ვუერთდებით იმ მოთხოვნებს, რომელსაც ეს ადამიანები აყენებენ.გაიხსნას ბაზრობები, ტრანსპორტი, მიეცეს ადამიანებს გადაადგილების საშუალება, მიეცეთ უფლება, რომ თავიანთი შრომით ლუკმაპური გამოიმუშავონ და ოჯახები უზრუნველყონ. ,,განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ, სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა.
,,მთავარი მოთხოვნა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა. შეუძლებელია ამ ხალხმა ტაქსით დღეში ორჯერ იაროს სამსახურში. მეორე მოთხოვნაა გაიხსნას ბაზრობები , ბაზრები, მოლები. ეს ხალხი არის ამ სამსახურზე დამოკიდებული.მხოლოდ ბაზრობების გახსნა თუ არ გაიხსნა თტრანსპორტი , ვერ უშველის საქმეს ,, განაცხადა ნატო დანელიამ, სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლის,, მენეჯერმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ვარაუდობს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდა,მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნასთან დაკავშირებითაც დაიწყოს მსჯელობა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნოემბრის ბოლოს დაწესებულ შეზღუდვებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ვინაიდან მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში უაღრესად მაღალი იყო და ზოგ ქალაქში 30%-საც კი გადააჭარბა.
,,დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, სწავლა კლასებში დაიწყონ. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაც, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად. რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ მანამ, ვიდრე ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება