ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაშენი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულიად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს.