ქურდობა ქუთაისში. ცოტნე დადიანის ქუჩაზე , დევნილების საცხოვრებელში ბინა გატეხეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრები იმ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ წაღებულია ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები . ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია .ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.