საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.
ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით: 24 დეკემბერი - ტყიბული. 25 დეკემბერი - ხარაგაული. 26 დეკემბერი - თერჯოლა. 27 დეკემბერი - საჩხერე. 28 დეკემბერი - სამტრედია. 29 დეკემბერი- ჭიათურა. 30 დეკემბერი - ქუთაისი. 1 იანვარი - ბაღდათი. 2 იანვარი- წყალტუბო. 3 იანვარი - ვანი. 5 იანვარი - ზესტაფონი.8 იანვარი ხარაგაული.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.