გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვირითობის პერიოდში - 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 72 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. მცხეთა-მთიანეთში - 65, ქვემო ქართლში - 47, კახეთში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 21, გურიაში - 17, აჭარაში - 14, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, შიდა ქართლში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 3. ასევე 19 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით - 188, ე.წ. ჩოგან-ბადით - 22 და ე.წ. გოდორით უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.
მიმდინარე წლის მაის-აგვისტოში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 760 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 8 მეტრი სიგრძის მოსასმელი ბადე, 3 ერთეული ეკრან-ბადე, 2 ერთეული ჩოგან-ბადე და 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის თევზმახე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია,, ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი გელათის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია უწყვეტად აწარმოებდა პროცესზე დაკვირვებას და მეც ყოველდღიურ ინფორმაციას ვფლობდი, გარკვეული პაუზის შემდეგ გელათში გუშინდელმა მისვლამ სრულიად დამარწმუნა იმაში, რომ მისი გადარჩენის სურვილი ხელისუფლებაში უბრალოდ არ არსებობს.
24 თებერვალს "გადაულოცა" გელათი წულუკიანმა საპატრიარქოს.
რა შედეგი დგას მას შემდეგ?
️მხოლოდ გაუარესება.
ამის დასტური თუნდაც საკურთხევლის კონქში არსებული ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკაა, რომლის მდგომარეობის გაუარესების დადასტურება ნებისმიერი არაპროფესიონალისთვის, ვისაც თვეების წინ უნახავს, მარტივად არის შესაძლებელი.
მოზაიკაზე გამოხატული დაზიანება გვიყვება კატასტროფულ სირათზე მთელს ინტერიერში და მხატვრობის ქვედა ფენებში, რაც მომავალში კიდევ უფრო მძიმედ იჩენს თავს.
რა არ იკადრეს, რომ წლების მანძილზე ეს უბედურება მიეჩქმალათ, რას არ კადრულობენ, რომ პასუხისმგებლობას გაერიდონ.
თუკი ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ სხვაგვარად იქნებოდა, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესი, პოლიტიკური როქი და საპატრიარქოსა და წულუკიანს შორის უფლებამოსილებების "გადანაცვლება", გელათს არათუ ვერ შველის, დამანგრევლების ვირეშმაკობის და ტრიუკების ფონზე, მას შეუქცევადად ვკარგავთ,,-თორნიკე ბარათაშვილი