დღეს,26 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მორიგ აქვიას გამართავს.
დღეს,26 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მორიგ აქვიას გამართავს.
სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება შუქრუთელების მრავალთვიან პროტესტზე, იმოქმედოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის იმპერატიული ინტერესით და შეწყვიტოს უფლებადარღვეული ადამიანების სამართლიანი პროტესტის უგულებელყოფა.მათ დღეს მიმართვა გაავრცელეს.
შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
პროტესტის რამდენიმე მონაწილის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლოს მიერ მიღებული აქტის შედეგად, ასევე, აიკრძალა მაღაროსთან პროტესტის გამართვა. კომპანიამ კი თავის მხრივ, სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტში მონაწილე 5 თანამშრომელი.
სახელმწიფოს ამ დრომდე არ უღიარებია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარება. მათ შორის, არ მიუღია ზომები იმ სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დგას.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, რაჭაში ყურძნის ქურდობის ფაქტი სიცრუეა.
,,მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას, რაჭაში კერძოდ სოფელ ბუგეულში ყურძნის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაქტი მოკვლეულ იქნა შესაბამისი უწყებების მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება.
გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციებს გავრცელებისაგან.,,-ქრისტინა კობახიძე.
,,ბათუმელების,,მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში,სოფელ ბუგეულში რთველზე მისულ ემიგრანტ ნინო ველიაშვილოს ოჯახს ყურძენი მოკრეფილი დახვდა .
23 - 25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს .
დღეს, 22 სექტემბერს, 20 საათზე,თბილისში, პარლამენტის შენობასთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მათი პროლემის მოგვარებაში და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი სამართლიანად ანაზღაუროს.
პირველი სექტემბრიდან სოფლის მოსახლეობის ნაწილი შიმშილობს .ხუთ ადგილობრივს კი პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 68 წლის ქალი ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრიდან’’ დღეს გაეწერა.
კლინიკის ნეიროქირურგის , ბადრი წიქარიშვილის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა ხერხემლის ტრავმა,თავის ტვინის შერყევა,გულმკერდის ნეკნების მოტეხილობა. ქალბატონი მკურნალობას ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადიოდა.
,,წყლის ბაკი გადმოვარდა IX-ე სართულიდან, დაზარალებული ვიყავი ძალიან, სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა და გადამიყვანეს კლინიკაში, ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა. დღემდე ემოციებში ვვარდები ,რომ ვიხსენებ ამ ფაქტს."- დარეჯან იობიძე.
დღეს პაციენტი ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა.
ქუთაისის,,ტორპედოს,, ხელმძღვანელობა პირველ აგვისტოს გულშემატკივარს შეხვდება და კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. ,, გულშემატკივრებთან ღია და…
ოთხშაბათი ივლისი 29
In სპორტისაჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17…
ოთხშაბათი ივლისი 29
In საზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება