იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია 4 მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების განრიგს ავრცელებს.
ხარაგაულში საახალწლო აქტივობები 22 დეკემბერს, კულტურისა და დასვენების პარკში 13:00 საათიდან დაიწყება.
წყალტუბოში ნაძვის ხე 23 დეკემბერს აინთება, საახალწლო ღონისძიებები კი 14:00 საათიდან,ცენტრალური პარკის მიმდებარედ გაიმართება.
23 დეკემბერს, ბაღდათის კულტურის ცენტრის მიმდინარე ტერიტორიაზე საახალწლო აქტივობები 14 საათიდან დაიწყება. აინთება ნაძვის ხეც.
24 დეკემბერეს აინთება ნაძვის ხე ზესტაფონში. საახალწლო ღონისძიებებს ცენტრალური მოედანი 13:00 საათიდან უმასპინძლებს.