ქუთაისში მიმდინარე დედების აქციაზე დაპირისპირებაა
ქუთაისში მიმდინარე დედების აქციაზე დაპირისპირებაა
,,ბავშვებს რუსეთში ვერ დავიცავთ,რუსეთში ბავშვებს კლავენ,, ,,ბავშვების განვითარებას სჭირდება განვითარებული სამყარო,,-ამ და სხვა ტრანსფარანტებით და მოწოდებებით ქუთაისში დედათა და შვილთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე,მესხიშვილის თეატრის წინ ქალბატონები შვილებთან ერთად შეიკრიბნენ.საქართველოს დროშებთან ერთად მათ აქციაზე ევროკავშირის დროშებით აქვთ მიტანილი.
აქცია სოციალურ ქსელში,პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ დაიგეგმა.
ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა,რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეორე/ 7 კლასის მოსწავლეები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან.როგორც მშობელთა საერთო განაცხადებაშია აღნიშნული,გადარჩენილებით ქვეყნის გარუსების მცდელობას აპროტესტებენ
,,ეს არის ჩვენი,მშობელთა საერთო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გარუსების მცდელობას ვაპროტესტებთ! (იმედი გვაქვს,მცდელობა მხოლოდ მცდელობად დარჩება)
არ გვინდა ჩვენმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ.ჩვენ ჩვენი ბავშვებისა და საერთოდ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის ევროპული მომავალი გვინდა!
აქვე ვადასტურებთ,რომ ჩვენი პროტესტი არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და არ აღიქმება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად.
კი ევროპას,არა რუსეთს!
პ.ს. პროტესტი ამ ეტაპზე ერთჯერად და გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს….,,-წერია განცხადებაში.
დღეს 13:00 საათზე , ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, დედების და შვილების აქცია გაიმართება
. დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი! ნუ წავართმევთ მათ იმ შესაძლებლობას, რაც ჩვენ არ გვქონია! კი ევროპას,არა რუსეთს- აცხადებენ ორგანიზატორები.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო.სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები "ქართული ოცნების" ოფისთან არიან შეკრებილები.
სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.დაზუსტებული ინფორმაციით,დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მუმლაძე.
დაკავებულის მეუღლის ინფორმაციით,მიხეილ მუმლაძე ნაცემია
დღეს,28 ნოემბერს, 20:00 საათზე ,ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება .
სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა ,,ქართული ოცნების,, ოფისთან ირაკლი კობახიძის განაცხადებას გააპროტესტებს.
,,კი ევროპას,არა რუსეთს"-ამ მოწოდებით ქუთაისლები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" -განაცხადა დღეს პრემიერმა კობახიძემ.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის ტურნირზე, ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა , ფინალში ამრეიკელი ბენ…
კვირა სექტემბერი 20
In სპორტი19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოება