საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
განათლების მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ და
ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება 1200 მოსწავლეზე გათვლილ 37-ე საჯარო სკოლას, მისი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.
ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, ასევე,სპორტული და სააქტო დარბაზები.
ქვეყნის მასშტაბით, წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლას სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა ექნება.
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე კიდევ რამდენიმე დღე ცივ და ნალექიანი ამინდს პროგნოზირებს.
მესამე დღეა, რაც საქართველოში ამინდი მვეთრად გაუარესდა, აცივდა, სანაპირო კურორტებზე ზოგან საშიში კატეგორიის ნალექი დაფიქსირდა 100 მმ მეტი, (ერთად თუ შევკრებთ ბოლო დღეების ნალექს, თითქმის იმდენი, რამდენიც წვიმს ერთ თვეში, ყველაფერი 24 საათში)
მომდევნო სამი დღის განმავლობაში, საქართველოში კვლავ ნარჩუნდება ცივი და წვიმიანი ამინდი, ნალექის ძირითადი ნაწილი - ძლიერი წვიმის სახით, კვლავ სანაპირო ზოლში მოვა, რაც ქმნის დატბორვისა და წყალდიდობისთვის ხელსაყრელი პირობებს.
მაღალმთიან ზონაში კვლავ გაგრძელდება თოვა და შეზღუდული ხილვადობა.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დროდადრო ისევ იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შტრომული სიტუაცია გაგრძელდება.
რთული მეტეო პირობები განპირობებულია, ციკლონთან არსებული, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ძლიერ ნოტიო ჰაერის მასების გავლენით.
23 ოქტომბრიდან გამოიდარებს.
აღნიშნულ ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს.