დღეს,15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა საყოველთაო, გამაფრთხილებელ გაფიცვა მოაწყვეს. გაფიცვას ქუთაისში მოქმედი რამდენიმე ათეული დაწესებულებაც შეუერთდა.
3 საათის განმავლობაში დროებით დაიკეტა ოფისები და დასაქმებულები გარეთ დადგნენ.
აქციის მიზანი იყო საზოგადოებას დაენახა,თუ რა ელის მოსახლეობას იზოლაციის პირობებში: გაჩერებული ეკონომიკა; დაკეტილი ბიზნესი; სიღარიბე და უმუშევრობა.
გაფიცულებმა ქუთაისის მერიის წინ გადაინაცვლეს.