უხვი ნალექის შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში მიწის მასა ჩამოიშალა. გადაადგილების პრობლემა შეიქმნა სოფელ თუზი -თავასას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასა და ცინაძეები -რიჟამაძეების საუბნო გზაზე.
სოფელ ღვანკითში ადიდებული ღელედან გადმოსულმა წყალმა გავაშელაშვილი-ქურცაძეების საუბნო გზა დატბორა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ორი სოფლის 550 აბონენტს.