ქუთაისში რამდენიმე დღეა ინტენსიურად წვიმს. დილიდან მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში გარკვეული პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმის გამო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დაზიანებულ უბნებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები მუშაობენ.
„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გაეცნენ.
შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.