54 წლის ნატო მელიქიშვილს პირველი შვილი შეეძინა.
მარიამ გრძელიძე საკეისრო კვეთით,კლინიკა ,,ბომონდში,, 1 ოქტომბერს დაიბადა.
მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
54 წლის ნატო მელიქიშვილს პირველი შვილი შეეძინა.
მარიამ გრძელიძე საკეისრო კვეთით,კლინიკა ,,ბომონდში,, 1 ოქტომბერს დაიბადა.
მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.ბრძანება უკვე გამოიცა.
,,არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.
ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.,-წერია ბრძანებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 96 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 75 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 21 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 26 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში, იმერეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 18, ქვემო ქართლში - 10, კახეთში - 9, შიდა ქართლში - 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთშიც - 4, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 1, გურიაშიც - 1.
ჯამში ამოღებულია 126 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1739 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 89 უკანონო სახერხი საამქრო.
უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიხაში მიმდინარეობს საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მდინარე ყვირილაზე მოეწყობა ერთი მასშტაბური საავტომობილო ხიდი, რომლის დასრულების შემდეგ განიტვირთება ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე ჩიხისა და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების (13 სოფელი) მაცხოვრებლები ისარგებლებენ უმოკლესი გზით.
აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 835 480 ლარით არის დაფინანსებული.
ასევე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში. რკინიგზის სადგურის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დააკავშირებს იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ლითონის კონსტრუქცია, მინის გადახურვითა და მინის მოაჯირებით, დამონტანდება დეკორატიული სანათები.
საჩხერეში მრავაფუნქციური სპორტული დარბაზი შენდება. სპორტული კომპლექსი სრულად განახლდება და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ შენობიდან თბოდანაკარგების შემცირების მიზნით, პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, გათბობის, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს, გადახურვის და კედლის თბოიზოლაციას.
ჭიათურაში, ღია საცურაო აუზისა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს . პროექტით გათვალისწინებულია 2 აუზის მშენებლობა, ასევე ადმინისტრაციული შენობის, პარკინგის, ბილიკების მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟება.
ჭიათურას, მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით კიდევ, ერთი რეკრეაციული სივრცეც დაემატა.
ჭიათურა-საჩხერეში მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა დაათვალიერა.
არასამთავრობო ორგანიზაცია,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი,,თბილისში, პარლამენტის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის აქციას ეხმაურება და პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი,, მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების ან/და სხვა წვიმისგან დამცავი/დასაფარებელი ატრიბუტიკის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა.,,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის შეფასებით,პოლიცია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონს, როცა პარლამენტთან შეკრებილ შუქრუთელებს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის, საძილე ტომრების ან/და სხვა აუცილებელი ატრიბუტიკის ქონის უფლებას არ აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი შეკრების უფლებაში თვითნებური ჩარევაა და წარმოადგენს სამოხელეო დანაშაულს.შუქრუთელები უკვე 200 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ”ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას და კომპანიის მიერ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. შუქრუთელებს ჯერ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ აუკრძალათ საკუთარ სოფელში, მაღაროსთან პროტესტი. ახლა კი უკვე თბილისში, პარლამენტის შენობასთან არ ეძლევათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, სადაც 11 სექტემბრიდან აგრძელებენ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას.საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ კანონდარღვევას, ან ძალადობრივ მოწოდებას. შუქრუთელები აბსოლუტურად მშვიდობიანად, კანონის ნორმების დაცვით ცდილობენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას პარლამენტთან.
ფოტო-,,მთის ამბები,,
ხვალ, 25 დეკემბერს, საჩხერეში ნაძვის ხე აინთება.ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.(თავისუფლების ქუჩა) 29 დეკემბერს კი საჩხერის მერიის მიმდებარე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებადღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულები სხდომაზე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში, შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას, ბაღდათის…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოებაქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა თანამშრომლებს რამდენიმე სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და სპეციალისტები წარუდგინა: ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი…
სამშაბათი დეკემბერი 23
In პოლიტიკა