ხარაგაულის ორ სოფელში -ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესების გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.
ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან გაყვანილია 21 ოჯახი.
გრძელდება პროცესების მონიტორინგი და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
,,მერია მოქმედებს გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მუდმივ კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ ოჯახთან, ვსწავლობთ მათ მდგომარეობას და ვცდილობთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით უზრუნველვყოთ შესაფერისი ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი მათთვის", - განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.