ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები იწყება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ნაწილში გათვალისწინებულია: ბაღდათის და საირმის სათავეებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია; 36,6 კმ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა. აშენდება ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და მოეწყობა ახალი SCADA სისტემა.
წყალარინების ნაწილში განხორციელდება: წყალარინების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 46,5კმ; აშენდება 1 დიდი და 7 პატარა სატუმბი სადგური. სანიაღვრე სისტემის ნაწილში კი 19 კმ სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. ამ დროისთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. ტენდერის გამოცხადება 2024 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქ ბაღდათში წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც იგეგმება. ხელშეკრულების გასაფორმებლად, მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა.
წყალმომარაგების სამუშაოების შედეგად, ბაღდათის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლის ბოლოდან ისარგებლებს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 100 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯება.
24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.