"ცოცხალი და უვნებელია "- დაკარგული ახალგაზრდა იპოვეს.
სამტრედიაში დაკარგული, 22 წლის რეზო რუხაძე იპოვეს.ინფორმაცია "სამტრედიის ამბებს" წყარომ დაუდასტურა.
ინფორმაციას ადასტურებს ოჯახიც.
"ვიპოვეთ, ღმერთს მადლობა ",-წერს რეზო რუხაძის და სოციალურ ქსელში.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მეხანძრე - მაშველებმა იპოვეს.
შეგახსენებთ, რეზო რუხაძეს 17 ივლისიდან ეძებდნენ.სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო პოლიციაც.