,,ფოტოზე წმინდა გიორგის სახელობის გელათის ეკლესიაა, რომელიც ფონზე მდგარი ღვთისმშობლის შობის ტაძრის მცირე ასლს წარმოადგენს.
წმინდა გიორგის ტაძრის კედლის მხატვრობამ ე.წ. რესტავრაციის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.
პრობლემები ძირითადი ტაძარში დადასტურებული სირთულეების იდენტურია.
თუნუქი, რომელიც კრამიტს ფარავს, ტაძრის ინტერიერს ნალექების ზემოქმედებისგან ვერ იცავს ( ამის გაკეთებასაც არ გეგმავდნენ 4 წლის წინ), ის სასწრაფოდაა მოსახსნელი ქოლგისებრი გადახურვის დამონტაჟების შემდეგ და სახურავი ახლიდანაა გასაკეთებელი.
კარს მომდგარ მეხუთე ზამთარს რომ მაინც დაცული შეხვედროდა ტაძარი, ამაზე მსჯელობაც არ ყოფილა.
ამ ზამთარს ძირითადი ტაძარიც იგივე პრობლემებით შეხვდება,(პროექტი არ არსებობს, სამუშაოები შეწყდა) თუმცა წმ. გიორგის ეკლესიის შემთხვევაში მისი უკეთესად გადახურვა არც კი გადაწყვეტილა.
გეგმაშიც არ არის.
არადა, გაცილებით მცირე მასშტაბების გამო რამდენიმე დღიანი საინჟინრო ამოცანაა.
გელათის ორივე მოხატულ ტაძარში ისტორიული მემკვიდრეობა ამ წამსაც ნადგურდება.
გელათი თბილისისგან საკმაოდ შორს არის.
"გიორგობას გილოცავთ"-წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.
- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.
ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.