ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში დაგეგმილია ღია ცისქვეშ კინოჩვენებების გამართვა, ასევე, ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
„ზაფხულის საღამოები“ 6, 7 და 8 აგვისტოს მეფეთუბანში, თეთრი ხიდის მიმდებარედ გაიმართება.
კინოჩვენებების პროგრამა:
6 აგვისტო, 20:00 სთ.
• „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
• „ნამე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში;
7 აგვისტო, 20:00 სთ.
• „არდადეგები“ – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი;
• დოკუმენტური ფილმი „თეთრი რელიგია“ – რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძე;
8 აგვისტო, 20:00 სთ.
• „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე.