ქუთაისში მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. მონაწილეები მერიის წინ შეიკრიბნენ და შემდეგ ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
აქციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ
ქუთაისში მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. მონაწილეები მერიის წინ შეიკრიბნენ და შემდეგ ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
აქციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრო.პროტესტის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.,,წინ,ევროპისკენ,,-აცხადებენ მოსწავლეები.მათ პროტესტს პედაგოგები არ უერთდებიან.
სტუდენტების მსვლელობა ამ წუთებშიც გრძელდება.ისინი თამარ მეფის ქუჩით ცენტრალური მოედნისკენ მიდიან და ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე აქციის შეუერთდებიან.
ახალგაზრდები ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აცხადებენ,რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია .
ქუთაისში საპროტესტო აქცია ამ წუთებში იწყება.
მოქალაქეები მერიის შენობის წინ იკრიბებიან.
აქციები ,,კი ევროპას,არა რუსეთს,,მეხუთე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
მოსახლეობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია,მათ შორის არიან ნიღბებითაც.


6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მომიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
დღეს,2 დეკემბერს, ქუთაისში, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია ისევ გაიმართება.ამჯერად შეკრება შუადღის 14:00 საათზე დაიწყება.
აქციები ,,კი ევროპას,არა რუსულ რეჟიმს,, საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან ტარდება.
25 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში, დაგეგმილია საახალწლო…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებახვალ, 25 დეკემბერს, საჩხერეში ნაძვის ხე აინთება.ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.(თავისუფლების ქუჩა) 29 დეკემბერს კი საჩხერის მერიის მიმდებარე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებადღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულები სხდომაზე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში, შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას, ბაღდათის…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოება