დღეს უწყვეტი პროტესტის მეცხრამეტე დღეა.აქცია ქუთაისში ტრადიციულად მერიის წინ გაიმართება. მოქალაქეები შეკრებას 19:00საათიდან დაიწყებენ.
არა მოძალადე რეჟიმს, გათავისუფლდეს უკანონო პატიმრები, კი ევროპას, არა რუსეთს-ამ მოთხოვნებით პროტესტი საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან,ყოველდღიურად იმართება.
ქალაქ წყალტუბოში მთავარი ნაძვის ხე უკვე დაიდგა. დასრულდა საახალწლო განათებების მონტაჟი.
23 დეკემბერს დაგეგმილია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია და კონცერტი.
24 დეკემბერს საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის’’ წინ გაიხსნება საახალწლო, ჯადოსნური ქალაქი, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა და ზღაპრების გმირები უმასპინძლებენ, გაიმართება კონცერტები და მოეწყობა გამოფენები.
საახალწლო ღონისძიებები 19 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს დასრულდება.
ნაძვის ხეები განათავსეს გოგებაშვილის, 9 აპრილის, კეცხოველის, თამარ მეფის, თბილისის, ჭავჭავაძისა და აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც, ასევე, ჩატარდება საახალწლო ღონისძიებები.