ქითაისში ნაძვის ხე 21 დეკემბერს,19:00 საათზე აინთება.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება.
ქითაისში ნაძვის ხე 21 დეკემბერს,19:00 საათზე აინთება.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება.
უხვი ნალექის შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში მიწის მასა ჩამოიშალა. გადაადგილების პრობლემა შეიქმნა სოფელ თუზი -თავასას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასა და ცინაძეები -რიჟამაძეების საუბნო გზაზე.
სოფელ ღვანკითში ადიდებული ღელედან გადმოსულმა წყალმა გავაშელაშვილი-ქურცაძეების საუბნო გზა დატბორა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ორი სოფლის 550 აბონენტს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
ძლიერმა წვიმამ როგროც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში გზების, სახნავ- სათესი სავარგულების და ეზოების დატბორვა გამოიწვია.
მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ დაფენილის და ზეგნის გზაზე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობიან სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს.
იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს.
ასევე, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის 1-ლი ნომრის მიმდებარედ ჩამოშალა მიწის მასა, თუმცა შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად პრობლემა მალე აღმოიფხვრა.
მუნიციპალიტეტებში სადაც უამინდობაა მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურები.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები და სახლების სარდაფები. ინტენსიური წვიმის შედეგად სანიაღვრე არხები ვერ ასწრებდა წყლის ნაკადის გატარებას, რამაც საავტომობილო გზებზე შექმნა შეფერხებები.
მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, მთელი დღის მანძილზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს არსებული ავარიული მდგომარეობის აღმოფხვრა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ41-კმ106 მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა25 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში, დაგეგმილია საახალწლო…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებახვალ, 25 დეკემბერს, საჩხერეში ნაძვის ხე აინთება.ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.(თავისუფლების ქუჩა) 29 დეკემბერს კი საჩხერის მერიის მიმდებარე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებადღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულები სხდომაზე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოება