ზესტაფონი
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში კულტურული, მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი შოუ პროგრამები გაიმართება.
ზესტაფონი
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში კულტურული, მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი შოუ პროგრამები გაიმართება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს ავრცელებს.
1 ივნისი
12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
12:00სთ. 14:00სთ. “მხიარული ჯამბაზები” - ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი);
13 :00 სთ. საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
13:00 სთ. საბავშვო -გასართობი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ანიმაციური გმირები, ტკბილეულით გამასპინძლება - „ვერიკოს სკვერის“ მიმდებარედ;
14:30 სთ. “ცრუპენტელა მელაკუდა”- ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
2 ივნისი
12 :00 სთ. -20:00 სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი.
გასულ წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.8 % შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა.
„2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა (-4.0 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.3% (-2.1 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 6.7% (-1.3 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია 2.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 9.0 და 9.8% შეადგინა.,,-წერია ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში - ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სამეგრელოში - ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, იმერეთში - წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში - ხაშურის მუნიციპალიტეტში, კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში - თიანეთის მუნიციპალიტეტში და სამცხე-ჯავახეთში - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 35 ერთეული მორი და დაახლოებით 51 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებულ მექანიზმს, გარემოს დამცველთა საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს, მიმართა. საჩივარი აქტივისტ გიორგი ნეფარიძის სახელით გაიგზავნა, რომელიც ამჟამად სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული .
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიმართვა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებას ეხება, რომელმაც გარემოსა და ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კომპანიის მიერ მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევებისა და სახელმწიფოს მიერ ჭიათურის წინაშე არსებული გამოწვევების სრული უგულებელყოფის პირობებში, აქტივისტები სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან. ამისთვის ისინი ისჯებიან და დევნისა და შევიწროების მსხვერპლები ხდებიან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2006 წელს, 40 წლის ვადით მოიპოვა. კომპანია სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მოპოვებით საქმიანობას აწარმოებდა, რასაც მიწის ჩაქცევა, სახლების მნიშვნელოვანი დაზიანება და ნგრევა მოჰყვა. დაზიანდა გზები, სკოლა, ეკლესიები და სასაფლაო, ასევე, დაბინძურდა გარემო. თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას მშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა.
“ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, შუქრუთში 150-მდე ოჯახის უძრავი ქონება (სახლი და მიწა) დაზიანდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში კომპანია თავს არიდებდა, სრულად და სამართლიანად აენაზღაურებინა მის მიერ მიყენებული ზიანი ადამიანებისათვის, რომლებიც პრაქტიკულად უსახლკაროდ დარჩნენ.
იმ უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, რის წინაშეც ჭიათურელები დგანან, სახელმწიფო არ იღებს ღონისძიებებს მათი მხარდაჭერისთვის. პირიქით, იგი მშრომელებს კომპანიის წინაშე მარტოდმარტო ტოვებს.
სისტემური გამოწვევიდან გამომდინარე, გიორგი ნეფარიძის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გარემოს დამცველების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებლად განხორციელებას, გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და გარემოს დამცველების საქმიანობისათვის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნას ითხოვს.
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოს ეროვნული გმირის , მერაბ კოსტავას ხსოვნის პატივგებით დაიწყო.
ღონისძიებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა, თემატური, მულტიფუნქციური სივრცეები, გამოფენები, ინსტალაციები, საბავშვო და სპორტული ზონები, მიმდინარეობს კონცერტი.
17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, დღის ბოლოს კი გალა-კონცერტი გაიმართება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31…
შაბათი ივნისი 06
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში…
შაბათი ივნისი 06
In საზოგადოებასამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. ჰიპერპოპულაციის…
პარასკევი ივნისი 05
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული…
პარასკევი ივნისი 05
In საზოგადოება,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს…
ხუთშაბათი ივნისი 04
In საზოგადოება