საყოველთაო პროტესტის 46-ე დღეს აქცია ქუთაისში უცვლელი მოთხოვნებით ისევ იმართება.
,,სოლიდარობა ბათუმს,, ,,თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,, ,,ცეცხლი ოლიგარქიას,, -ამ ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ არიან შეკრებილები.
ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
15 იანვარს სლოგანით ,,იფიცება საქართველო,, საყოველთაო, გამაფრთხილებელი გაფიცვა იგეგმება.
,,15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვაწყობთ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას!
3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში:
• გაჩერებული ეკონომიკა;
• დაკეტილი ბიზნესი;
• სიღარიბე და უმუშევრობა.
საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
ამიტომ:იმის მიუხედვად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი!
იფიცება საქართველო!,,-წერია ინფორმაციაში.