შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხვალიდან, 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.