იცნობდეთ და იცოდეთ — „ჯორჯიან მანგანეზის“ პირადი პატიმრები-ამ შინაარსით მაღაროელთა ფეისბუქ გვერდზე მორიგი ინფორმაცია ქვეყნდება.
ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი და შიმშილობა გრძელდება.ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 4 დაკავებულის გათავისუფლებაა.მათი მორიგი სასამართლო პროცესი 1 აგვისტოსაა ჩანიშნული .
,მერაბ სარალიძე — 2023 წელს შიმშილობდა პროტესტის ნიშნად. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობაში და პროტესტში 2023 დან 2025 ებრძოდა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ უკანონო ქმედებებს. ის არის სამხრივი კომისიის წევრი, რომელიც ყველა დონეზე, მშვიდობიანად და სამართლიანად ეწინააღმდეგებოდა კომპანიის უპასუხისმგებლო პოლიტიკას.
მერაბი დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ პირადი პატიმარია.
თენგიზ გველესიანი — რიგითი ჭიათურელი. თავად არ ყოფილა დასაქმებული „ჯორჯიან მანგანეზში“, თუმცა 2023 წელს მეგობრებთან და თანამოქალაქეებთან ერთად იცავდა ქალაქის ინტერესებს და აპროტესტებდა სიღრმისეულ უსამართლობას. 2025 წელს ის უსამართლოდ დააკავეს.
თენგო დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ პირადი პატიმარია.
არჩილ ჭუმბურიძე — ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე 2019 წლიდან მოყოლებული პროტესტისა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ უკანონო პრაქტიკას უპირისპირდებოდა.
დღეს ის „ჯორჯიან მანგანეზის“ პირადი პატიმარია.
გიორგი ნეფარიძე — შუქრუთის პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. კომპანია მუდმივად დევნიდა მას ის პროტეატის ნიშნად შიმშილობდა პირი ქონდა ამოკერილი და საკუთარი მამაპაპისეულს იცავდა , რომელსაც ჯორჯიან მანგანეზი უნგრევდა. მის წინააღმდეგ „ჯორჯიან მანგანეზის“ ბრალდებით არაერთი (ათეულობით) სასამართლო პროცესი გაიმართა, მაგრამ გიორგი ყველა შემთხვევაში გამართლდა.
მას არაერთხელ აფრთხილებდნენ: „დაგიჭერთო“ — და 2025 წლის აპრილში ეს მუქარა შეასრულეს.
გიორგი დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ პირადი პატიმარია.
სოლიდარობა და თავისუფლება „ჯორჯიან მანგანეზის“ პირად პატიმრებს!,,-წერს მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელში.