ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელებში-ღვერკსა და ხემაღალში ,სადაც მეწყერულ ზონაა, გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ 50 ოჯახი იმყოფება, 30 ოჯახი უკვე გადაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე, ხოლო 20 ოჯახზე დაკვირვება გრძელდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით,სოფელ ღვერკში რეაბილიტირდა შემოვლითი გზა, ხოლო ხემაღალის მიმართულებით დაგეგმილია 1.5 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა, რაც 9 ოჯახს მისასვლელს გაუმარტივებს. მდინარე ყარნების კალაპოტთან, სადაც პერიოდულად შეინიშნება მიწის მასის ცვენა, ჩატარებულია ტერიტორიის პრევენციული შესწავლა.
ფოტო არქივიდან.