დღეს ქუთაისში შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი იმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას;მედიის ინფორმირებულობის ამაღლებას;საზოგადოებისათვის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას.

საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში სემინარის ორგანიზატორია ა(ა)იპ "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაცია . 

 
	 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			