ჭიათურელი მოშიმშილეებიდან ერთ-ერთი, ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა.ის რამდენიმე წუთის წინ კარვიდან ,სადაც 16 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.მაღაროელი ბოლო სამი დღე წყლის მიღებაზე უარს აცხადებდა.
,,ფაქტობრივად უგონოდაა,,-ამბობს ტარიელ მიქაცაძის შესახებ ერთ-ერთი მაღაროელი.
ჭიათურაში შიმშილობს 7 ადამიანი,მათგან სამს პირი აქვს ამოკერილი.მშრალ შიმშილობაზეა ორი მათგანი-ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე.კლინიკაშია გადაყვანილი მირზა ლოლაძეც,რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა.ის სითხეს ამ დრომდე არ იღებს.
ჭიათურელები მათი თანამებრძოლების - მერაბ სარალიძის, თენგო გველესიანის, აჩიკო ჭუმბურიძის და გიორგი ნეფარიძის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.ოთხი დაკავებულიდან ერთი,მერაბ სარალიძე ციხეში შიმშილობს.