პროტესტის ნიშნად ლექციებს არ დავესწრებით-ეს განცხადება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს გააკეთეს.მათი თქმით,ისინი უერთდებიან სხვა უმაღლეს სასწავლებლებს და დღეიდან აუდიტორიაში შესვლას არ აპირებენ.სტუდენტები მიიჩნევენ,რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ისინი სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას არ აპირებენ.
,,მიგვაჩნია, რომ ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახლა ინიცირებამ საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და არჩევანია.
მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ისტორიული არჩევანის და ევროპული ფასეულობების დაცვა.
შესაბამისად, ვუერთდებით სხვა უნივერისტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება და პროტესტის ნიშნად უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე.
მოვუწოდებთ ყველა სტუდენტთსა და ლექტორს მოვუწოდებთ,იყვნენ სოლიდარული და შემოგვიერთდნენ,,-აცხადებენ სტუდენტები.