რეგიონული ინიციატივების ცენტრმა "ნათელი მომავალი" პროექტი "ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში" შეაჯამა, რომელსაც საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან პარტნიორობით ახორციელებდა. პროექტი 18 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც სამიზნე იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი იყო.
პროექტის ფარგლებში შვიდივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის, მერია/საკრებულო, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. რომელსაც გენდერის საბჭოს წევრები, გენდერზე პასუხისმგებელი პირები, საკრებულოს წევრები, სამსახურების ხელმძღვანელები, მერები და საკრებულოს თავჯდომარეები ესწრებოდნენ.
პროექტი ასევე მოიცავდა გასვლით თემატურ ტრენინგს, სადაც პრაქტიკულად მოხდა საკთხის განხილვა და დოკუმენტებში ასახვის პროცედურების გავლა.
შეხვედრა პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ გახსნა და მონაწილეებს პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნო. "პროექტი ანტიდისკტრიმინაციული პოლიტიკის (თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს) ადვოკატირება და შასაბამისი სამართლებრივ დოკუმენტებში ასახვას მოიცავდა თვითმმართველობების დონეზე. შესაბამისად ინფორმირებულობა შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზა იყო. პროექტი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას ითვალისწინებდა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ. რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ტრენინგი. პროექტის მთავარი მიზანი დისკრიმინაციის, გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იყო" -აღნიშნა მარიკა ვაჭარაძემ.
პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს გაერთიანებული პროფესილი კავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ მონაწილეებს საკანონმდებლო ბაზაზე ესაუბრა და იმ ცვლილებების განხორციელების ეტაპებზე, რომელიც შემდგომ ადგილობრივ დონეზე უნდა ასახულიყო. "ანგარიში ცხადყოფს, რომ მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, რომელიც მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა უნდა გაითვვალისწინონ.“- განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ.
შეხვედრა კითხვა-[პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც კითხვები სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა დასვეს. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენე პროფესიული კავშირების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
European Union in Georgia GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი