შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 21 პირი.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - 1998 წელს დაბადებული თ.ს. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ტყვიამფრქვევი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი, დამბაჩა, 2 მჭიდი და 69 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.