- საზოგადოება
- გადასვლები: 254
ძირულა-ხარაგაული-მოლითი და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.