კორონავირუსი...
კორონავირუსი...
ქუთაისში ტურიზმის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სიმბოლურად გაშლილი ქოლგებით უნგრელი კოლეგების ფლეშმობს გამეხმაურნენ.
მშვიდობიანი აქციის მონაწილებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რის წინაშეც ისინი კოვიდ 19-ის პირობებში დადგნენ .
ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ ხელისუფლებამ ოქროს შუალედი უნდა შეიმუშაოს, რათა ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს ტურიზმი მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა ხოლო ის კომპენსაცია რასაც სახელმწიპო უმუშვრად დარჩენილეისთვის ითვალისწინებს მიზერულია.
,,აქცია ქოლგებით არის სიმბოლური იმის ნიშნად რომ ტურიზმი ჩვენი არსებობის მთავარი წყაროა და მის გარეშე ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვრჩებით , საჭიროა სახელმწიპომ ოქროს შუალედი მოძებნოს იმისთვის რომ გადავრჩეთ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ გიგა ფაღავამ.
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე ცნობილი მხატვრის ოთარ ქანდარიას ბიუსტი მოიპარეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე ქურდობის მეორე შემთხვევაა. როგორც შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“-ის მთავარი სპეციალისტი მაია ყუფარაძე ამბობს ბრინჯაოს ბიუსტის ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 258-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
,,უჯიკეთ’’, თორემ წაგვლეკა გარე- ბაზრობამ.
საქართველოს მასშტაბით გარე-ბაზრობებთან დაწყებული ბრძოლა წარმატებით დასრულდა. არც ქუთაისი გახლდათ გამონაკლისი. წლების მანძილზე არეულ-დარეული ქალაქის ცენტრი და ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, (,,კეჩის’’ ბაზრობის წინ) სანიმუშო ადგილად იქცა. გაიწმინდა ნაგვისგან, გასუფთავდა და ტურისტებისთვისაც მიმზიდველი გახდა. ბევრი ქუთაისელისთვის ეს შედეგი მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლე იყო, თუმცა მხოლოდ ერთი წელი.
დღეს ჭავჭავაძის პროსპექტის ყოფილი ბაზრობა კვლავ განახლებულია. ეს ტერიტორია ისევ იქცა ნაგვის ბუდედ და წარსულს დაუბრუნდა. ერთი სიტყვით, ბოშათა ბაზარი აქტუალური გახდა. არც მიწაზე დაყრილი პროდუქტებით მოვაჭრეები ჩამორჩნენ მოვლენებს და დაუბრუნდნენ ძველ ადგილებს. საშინელი ქაოსი, სიბინძურე ისევ აღდგა. არსად ჩანს ზედამხედველობის სამსახური. რა შეიცვალა?!.... ამ მრავალწერთილის მიღმა ბევრი რამ იმალება. კულუარულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ მავანნი ბოშებთან ერთად ინაწილებენ წილებს და წაყრუების პოლიტიკაც სარფიანად აკინძეს.
,,უჯიკე ბიჭოს’’ ვარიანტმა იქნებ გამოაღვიძოს შესაბამისი სამსახურები და მიხედონ იმ საქმეს, რაშიც სოლიდური ხელფასს იღებენ.
P.S…პაპარაცობით გადაღებული ფოტოებით თავს ვერ მოვიწონებ, მაგრამ რეალობას მაინც დაინახავთ. როცა ბოშებმა სურათის გადაღების მომენტში დამინახეს, გამომეკიდნენ და მეც უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
ავტორი ნინო ძოწენიძე
"შეიგრძენი საფრთხე" - "ქუთაისის საფრტხეშია" ამ და სხვა მზგავსი შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის წევრები რუსთაველის ხიდზე შეიკრიბნენ და დიდი ჰესების მშენებლობას არა აქციის ფორმით კიდევ ერთხელ უთხრეს, აქციის მონაწილეთა პოზიციები იდენტურია ისინი მიიჩნევენ რომ ნამოხვანჰესის მშნებლობა ქუთაისს და მიმდინარე ტერიტორიებს განსაკუთრებული ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების წარმომადგენლები ერთაინდებიან.
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური…
ორშაბათი ნოემბერი 23
In საზოგადოებადღეს ტელეკომპანია ,,რიონი,, ახალ სეზონს იწყებს. განახლებული საინფორმაციო პროგრამა,,ახალი ამბები,, ახალი სტუდიით და დროით, 19:30 …
ორშაბათი ნოემბერი 23
In საზოგადოებარელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად…
ორშაბათი ნოემბერი 23
In რელიგიაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა. დაზარალებული…
კვირა ნოემბერი 22
In საზოგადოებადასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში 24-25 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება. ,,24-25 ნოემბერს დასავლეთ…
კვირა ნოემბერი 22
In სხვა სიახლეებიდასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური…
ორშაბათი ნოემბერი 23
In საზოგადოებადღეს ტელეკომპანია ,,რიონი,, ახალ სეზონს იწყებს. განახლებული საინფორმაციო პროგრამა,,ახალი ამბები,, ახალი სტუდიით და დროით, 19:30 …
ორშაბათი ნოემბერი 23
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა. დაზარალებული…
კვირა ნოემბერი 22
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოებაქუთაისში მომხდარ აფეთქებას ,,სოკარ საქორგაზი,, ეხმაურება. ,,ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის N 50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოება