,,უჯიკეთ’’, თორემ წაგვლეკა გარე- ბაზრობამ.
საქართველოს მასშტაბით გარე-ბაზრობებთან დაწყებული ბრძოლა წარმატებით დასრულდა. არც ქუთაისი გახლდათ გამონაკლისი. წლების მანძილზე არეულ-დარეული ქალაქის ცენტრი და ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, (,,კეჩის’’ ბაზრობის წინ) სანიმუშო ადგილად იქცა. გაიწმინდა ნაგვისგან, გასუფთავდა და ტურისტებისთვისაც მიმზიდველი გახდა. ბევრი ქუთაისელისთვის ეს შედეგი მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლე იყო, თუმცა მხოლოდ ერთი წელი.
დღეს ჭავჭავაძის პროსპექტის ყოფილი ბაზრობა კვლავ განახლებულია. ეს ტერიტორია ისევ იქცა ნაგვის ბუდედ და წარსულს დაუბრუნდა. ერთი სიტყვით, ბოშათა ბაზარი აქტუალური გახდა. არც მიწაზე დაყრილი პროდუქტებით მოვაჭრეები ჩამორჩნენ მოვლენებს და დაუბრუნდნენ ძველ ადგილებს. საშინელი ქაოსი, სიბინძურე ისევ აღდგა. არსად ჩანს ზედამხედველობის სამსახური. რა შეიცვალა?!.... ამ მრავალწერთილის მიღმა ბევრი რამ იმალება. კულუარულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ მავანნი ბოშებთან ერთად ინაწილებენ წილებს და წაყრუების პოლიტიკაც სარფიანად აკინძეს.
,,უჯიკე ბიჭოს’’ ვარიანტმა იქნებ გამოაღვიძოს შესაბამისი სამსახურები და მიხედონ იმ საქმეს, რაშიც სოლიდური ხელფასს იღებენ.
P.S…პაპარაცობით გადაღებული ფოტოებით თავს ვერ მოვიწონებ, მაგრამ რეალობას მაინც დაინახავთ. როცა ბოშებმა სურათის გადაღების მომენტში დამინახეს, გამომეკიდნენ და მეც უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
ავტორი ნინო ძოწენიძე