ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე ცნობილი მხატვრის ოთარ ქანდარიას ბიუსტი მოიპარეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე ქურდობის მეორე შემთხვევაა. როგორც შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“-ის მთავარი სპეციალისტი მაია ყუფარაძე ამბობს ბრინჯაოს ბიუსტის ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 258-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.