ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების წარმომადგენლები ერთაინდებიან.
რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილ ამბავს ფორუმ-თეატრის მსახიობი კითხულობს, იგი ასახავს ისტორიას, რომელიც ხშირად, ქალის ცხოვრების დამალულ და გაუმჟავნებელ ტრაგედიად რჩება.
მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
ქალთა მიმართ ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება.
ასევე შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც თუ ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა.
მასალა მომზადებულია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის "სოხუმი" მხარდაჭერით.