ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა.
დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში.
ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან.
