კორონავირუსი...
სამი თვით გაჩერებული დრო და მსოფლიო...
სახლებში გამოკეტილი ხალხი, გაყინული ეკონომიკა, უმუშევრობა, დეპრესია!...
დარჩი სახლში,- ვირუსთან თანაცხოვრებამ შეცვალა...
ინფორმაცია ინფორმაციას ცვლის, ნებისმიერის უკან კი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი დგას. თავდაპირული დაძაბულობა შეჩერდა და დაიწყო შეგუების და მიჩვევის პროცესი... არაერთი კვლევა მიმდინარეობს კორონას ხელოვნურად შექმნის შესახებ. თეორია უამრავია, თუმცა ყველას დამტკიცება სჭირდება. მსოფლიოში ვაქცინაზე 100-ზე მეტი ლაბორატორია მუშაობს, თითქმის ყველა დიდი ფარმაკომპანიები, სამხედრო ლაბორატორიები. პროგრესიც სახეზეა. პირველად მსოფლიო ისტორიაში ასე დაჩქარებული წესით, ვაქცინები არის, თუმცა მისი უსაფრთხოების დამტკიცებისთვის საჭიროა დრო.
ზოგს სჯერა კორონავირუსის, ზოგს არა. არადა რეალობა მკაცრია, მსოფლიოში 10 მილიონამდე დაინფიცირებულია.
გამოჩნდნენ უსიპტომო პაციენტებიც, რომელთაგანაც ნაკლებად ვრცელდება ვირუსი.
პანდემიამ გარდა ვირუსოლოგიური მექანიზმებისა, ფსიქოზური სტრესიც გამოიწვია.
,,უკიდურესი გონიერების და სიფრთხილის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა გაზარდა ვირუსის წყაროები. მაღალ ტემპერატურას არ ემორჩილება და ზაფხულის იმედზე ყოფნა გამორიცხულია’’-- აცხადებს პაატა იმნაძე. მისივე აზრით, საქართველოში უკვე მეორე ტალღა დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად გვაფრთხილებს, რომ მდგომარეობა უარესდება, იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი.
კოვიდ-19-ის ირგვლივ ღრმა ეპიდოლოგიური კვლევა გრძელდება.
მაშინ, როცა მსოფლიოსა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საგანგაშო მდგომარეობაა, ჩვენი ქვეყანა კვლავ წინა პოზიციაზეა და მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალისტებთან ერთად სერიოზულ წარმატებებს აღწევს.
,,სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ , მინისტრთან ერთად, წარმატებით გაართვა თავი ამ გლობალურ გამოწვევას’’--ასე აფასებს პრემიერი გახარია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს.
,, არცერთ ნაბიჯს გადავდგამთ უკან, ვიზრუნებთ ყველა არსებული პრობლემის დაძლევისთვის,’’- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.
,,ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა ვართ აფეთქების ზღვარზე. წესების დარღვევის შემთხვევაში, პანდემია გეომეტრიული პროგრესით განვითარდება. სწორად ქცევა, დისტანცირება აუცილებელია...სიტუაციის გაუარესება თითოეული მოქალაქის კისერზე იქნება. იკვეთება ლეტალური შემთხვევების სიმცირე და და- ვირუსებათა სიმრავლე,’’- ამბობს თენგიზ ცეწრცვაძე.
სპეციალისტების აზრით, უარი უნდა ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე და აუცილებელია ყველა წესის უპირობოდ დაცვა .ვინაიდან ვითარება არაპროგნოზირებადია, უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ოქტომბრიდან ვირუსის ძლიერი ტალღის მოლოდინია.
,,ინფექციებმა შეიძლება არჩევნების ჩატარებაზე მოახდინოს გავლენა’’-ასეთია ამირან გამყრელიძის პოზიცია.
საქართველოში ტელემედიცინის სიმბოლო, რობოტი ,,პ ე პ ე რ ი ც’’ გამოჩნდა.--ის პაციენტების მონიტორინგის უნარით არის დაჯილდოვებული , ეს კი ვირუსთან ბრძოლის საკითხში ,,პეპერის’’ დახმარებას ნიშნავს.
საქართველოში ქუჩაში გამოვიდნენ ქოლგიანი გიდები, შიდა ტურიზმის უკეთ განვითარების მოთხოვნით. არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი და ემიგრანტთა ახლობლები კი შეჩერებული ფრენების აღდგენას ითხოვენ.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკერის თქმით, კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რის წინაშეც ევროკავშირი ოდესმე მდგარა--ევროპამ თავისი დაუცველობა აჩვენა. ,,ევროპული პროექტი მყიფეა.’’
,,ის ქვეყნები, რომლებმაც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნა, შესაძლოა მომავალში მეორე ტალღის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდეს,’’--აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია..
ჩინეთიდან კი სიურპრიზები არ გველევა. ახლახანს კიდევ ერთი ახალი ვირუსის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ღორებიდან გაჩნდა და ფერმებში მომუშავე ყველა პირი დაავადებულია. სპეციალისტების თქმით, შესაძლებელია ეს ვირუსი მალე პანდემიად გადაიქცეს.
ავტორი ნინო ძოწენიძე