- საზოგადოება
- გადასვლები: 1118
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები განცხადებას ავრცელებენ-,,გაიზარდა საინფორმაციო შეტევა,, რიონის ხეობის მცველების,, მოძრაობის წინააღმდეგ,,
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები განცხადებას ავრცელებენ.
,,23 მაისის თბილისის აქციის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა საინფორმაციო შეტევა,, რიონის ხეობის მცველების,, მოძრაობის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალურ ქსელებში. ორგანიზებულად შექმნილ ათობით ფეისბუქ-გვერდზე დარეკლამებულია ე.წ. ფეიქ-ნიუსები (ყალბი ინფორმაცია), რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტიც, აღნიშნული გვერდები, ხშირად სპეციალურად იყენებენ ჩვენი გვერდის მსგავს დასახელებას, ან ყალბ ინფორმაციას ეროვნულ იდეებს ამოფარებული სახელწოდებებით აჟღერებენ.
