შემთხვევა დღეს ახალგაზრდობის ქუჩაზე მოხდა. 80 წელს გადაცილებული ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.