,,რიონის ხეობის მცველები,, დღეს იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ შეიკრიბნენ და და მათი მხარდამჭერის დაკავება გააპროტესტეს.ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუშინ სოფელ სატყულიაში დააკავა.
დაკავებულს ბრალი ხვალ წარედგინება. აქტივისტები ხვალ საქალაქო სასამრთლოსთან აქციას აანონსებენ. ირაკლი მუკბანიანის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ქონდა ადგილი.მის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.