ტაქსის კომპანია მაქსიმის მძღოლები, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს, კომპანიამ დაბლოკა. ამის შესახებ იმ ადამიანებმა განაცხადეს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ.ამბობენ, რომ დაბლოკვა ნიშნავს, რომ პროგრამაში ვეღარ შედიან, შეკვეთას ვეღარ იღებენ და შესაბამისად ვერ მუშაობენ. ასეთი სულ 50-მდე მძღოლია. მათ დღეს მორიგი აქცია გამართეს, მოთხოვნებს კიდევ ერთი შეემტა და უკვე ტარიფის მომატებასთან ერთად, ბლოკის მოხსნასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
