რიგიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისები განახლდა.პირველი რეისი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
6 თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი დღეს შესრულდა. ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
პ.ს.ფოტოები აეროპორტიდან სააგენტოს ონისე მელქაძემ მოაწოდა.
მორიგი ონლაინ პრესკონფერნცია დასავლეთ საქართველოში მოქმედი ჟურნალისტების მონაწილეობით პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში გაიმართა. მედიის წარმომადგენლებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მეორე მონიტორინგის კვლევის შედეგები გააცნეს (იმერეთის რეგიონში: ხონის, ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; გურიის რეგიონში: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში: ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტები).
კვლევა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი მონიტორინგის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეფასებას, შესაბამისი ახალი რეკომენდაციების შემუშავებასა და ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის მიწოდებას.
მონიტორინგის შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტისათვის სამივე მიმართულებით შემუშავდა რეკომენდაციები.
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლები.
ჟურნალისტებმა მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით დასვეს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„ვითხოვთ სრულფასოვან განათლებას“-ამ ლოზუნგით დღეს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია გამართეს. ისინი განათლების სამინისტროსგან აუდიტორიებში სწავლის დაწყებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, 2250 ლარს უხარისხო განათლების მიღებაში იხდიან. ამბობენ რომ განათლების სამინისტროს დაპირების, რომ სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება.
ასევე, აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტის ლექტორები და სკოლის პედაგოგები არჩევნების სააგიტაციო პროცესებში ყავთ ჩართული, მათ რესურს ამ მხრივ ხარჯავენ და არ უნდათ რომ მათი ეს რესურსი მოახმარონ სწავლას.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ევროპაში წარმატებულ მოდელს - „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ (Voter Advice Application).
„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ არის ონლაინ პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტების პოზიციას და შეხედულებებს. კითხვებზე პასუხების გაცემით მოქალაქეს შეუძლია გაიგოს, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა გააკეთოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი.
აპლიკაცია ეყრდნობა ევროპის, კერძოდ, ვიშეგრადის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას და საქართველოში ინერგება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=o9wOzm4zPIM&feature=emb_logo
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ადგილობრივებმა.სოფლების ნამოხვანის,მექვენისა და ტვიშის მცხოვრებლები ნამოხვანის ჩანჩქერთან შეიკრიბნენ და კომპანიის წარმონადგენლებს სამუშაოების დამადასტურებელი ნებართვა მოსთხოვეს. ადგილზე მთის აფეთქებები და ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობა აცხადებს,რომ მთის ჩამოშლა და შემდგომ უკვე ჰესის აქ აგება საფრთხეა,როგორც ხეობისთვის, ასევე ქუთაისისთვის და კიდევ,რამდენიმე ახლომდებარე ქალაქისთვის.
მოგვიანებით შეკრებილებმა კომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს,სადაც მათ გამოჩენას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელ კომპანიაში აცხადებენ,რომ შესაბამისი უწყებების მიერ ყველა ნებართვა გაცემულია და სამუშაოები კანონიერად მიმდინარეობს.
საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოებასხალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოება2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა.…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოება14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოება11-13 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰუალინგში" ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და თასის გათამაშება ჩატარდა. შეჯიბრებაში, რომელიც…
შაბათი დეკემბერი 13
In სპორტისაბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოებასხალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოება2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა.…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოება14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე…
შაბათი დეკემბერი 13
In საზოგადოება