დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ.კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორებისთვის იხსნება. 26 მაისიდა, დილის 10 საათიდან 18:00 საათამდე ობიექტები რეგულაციების დაცვით იმუშავებს.
ტურისტული ატრაქციების გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ეხმიანება.
,,იმ ფონზე როდესაც ჩვენი ახალი აეროპორტის საშუალებით 5 ქვეყნის 9 ქალაქიდან ვიღებთ ტურისტებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შევთავაზოთ ის ატრაქციები, რომლებიც მუშაობდა პანდემიამდე. თავისთავად მათ შორის არის ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც საკმაოდ დიდი მონახულების სფერო იყო ჩვენი ტურისტებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრომეთე, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ჩვენს ტურისტებს შორის. ახლა უკვე ყველა მზად არის იმისთვის, რომ 26 მაისს გაიხსნას და მიიღოს ტურისტები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აუცილებელია პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა.ვიზიტორთა ცენტრში მხოლოდ 5 ვიზიტორის ყოფნაა დაშვებული და რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების დისტანციურად შეძენა.