სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა ხელების აწევით ბარიკადების მიღმა შესვლა სცადეს,პოლიცია კი ხალხის მასას მოაწვა და ბარიკადების მეორე მხარეს გადმოვიდა. ამის შემდეგ აქტივისტებმა ისევ ხელების აწევის ჟესტით კიდევ ერთხელ მიმართეს სამართალდამცველებს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, თუმცა ამის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა.
აქტივისტების ცნობით,2 პირია დაკავებული.