გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, - ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.
„ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი, 6 ადამიანს კი ეძებენ.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„სტიქიის ეპიცენტრში ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. 25 კილომეტრში სტიქიის ეპიცენტრიდან, მაშველების მიერ ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში, გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით. ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.
,,ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს,,-ასე ეხმაურება საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოფელ ფუთის მოსახლეობის დღევანდელ აქციას.სოფლის მაცხოვრებლები როკოთის საავტომობილო გზის გვირაბის მშენებლობას აპროტესტებენ და მათი კერძო საკუთრების დაზოანებაზე საუბრობენ.
ქუთაისში, მერიის შენობის წინ დღეს ტრადიციულად,საპროტესტო აქცია გაიმართა. უწყვეტი წინააღმდეგობის 292-ე დღეს ქუთაისში შეკრებილებმა უკანონოდ…
ორშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და…
ორშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაქუთაისის ცენტრალური არქივის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სისტემაში შემავალი ქუთაისის…
ორშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს იმერეთის…
ორშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაქუთაისში საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს სკოლებში, პირველ კლასში 47 630…
ორშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაქუთაისში, მერიის შენობის წინ დღეს ტრადიციულად,საპროტესტო აქცია გაიმართა. უწყვეტი წინააღმდეგობის 292-ე დღეს ქუთაისში შეკრებილებმა უკანონოდ…

In საზოგადოება