უკრაინაში, ზაპოროჟიის ოლქში ", ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულებია დროს ქართული ლეგიონის" კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა.
ნოდარ ნასიროვისა და გიორგი გოგიაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა.
უკრაინაში, ზაპოროჟიის ოლქში ", ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულებია დროს ქართული ლეგიონის" კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა.
ნოდარ ნასიროვისა და გიორგი გოგიაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე ა.ა.ი.პ.ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებაში მომუშავე მეეზოვე ქალებს მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
"ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა ქალს, განსაკუთრებით ამ ქალბატონებს რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სწორედ მათი დამსახურებაა ის რომ ბაღდათი ერთ-ერთი სუფთა მუნიციპალიტეტია ჩვენს ქვეყანაში.
დღეს ამ ქალბატონებს ყვავილები და საჩუქრები გადავეცით, ქედს ვიხრი მათი შრომის წინაშე"- ბაღდათის მერი კახა ენუქიძე.
ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება . ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა.1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
„ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე კი, გაგრძელდება სამუშაოები“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
,,E-60 მაგისტრალის იმერეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაისში გაიხსნება და ზესტაფონის გვერდის ავლით ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ გადაადგილებას დასავლეთის მიმართულებით. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალინ რთული მონაკვეთი იყო და ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინეთ იმ ბიზნესის ინტერესებიც, რომლებიც ოპერირებენ ზესტაფონში. რამდენიმე დღეში გამოცხადდება აუქციონი, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან, თუ სად გეგმავს სახელმწიფო ისეთი მოედნების მოწყობას, სადაც უკვე ალტერნატიული შესაძლებლობა ექნებათ იგივე ბიზნესის განვითარების”-ზვიად შალამბერიძე.
სპეციალური სავაჭრო მოედნები ახალ მაგისტრალურ გზასთან მოეწყობა. უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამში და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნების და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. ამ დროისათვის, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 51-ე გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან, 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსა.
მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ.
გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება,რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში - ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული პრიორიტეტები“.
მოწვეული სტუმრების მიერ აღინიშნა, რომ უდიდესი როლის აქვს ახალგაზრდების მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ახალგაზრდების მონაწილეობისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის პრინციპებს.

გამოიკვეთა ,რომ ახალგაზრდების საკითხები ეხება ყველა სექტორს (ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, დასაქმება, განათლება, სოფლის მეურნეობა და სხვ.). შესაბამისად, მთავრობის ყველა უწყებას,რაც აუცილებელს ხდის მათ შორის საქმიანობის კოორდინირებას და ინტენსიურ თანამშრომლობას.
გადაცემის მონაწილეებმა, ასევე გამოკითხულმა რესპოდენტებმა, ხაზი გაუსვეს, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნების მისაღწევად აუცილებელია მართვისა და კოორდინაციის ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ეფექტიან ჩართულობას, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე. ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის აუცილებელი ელემენტია და მის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს თანამონაწილეობითი მართვის კულტურის დამკვიდრებას, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან სტრუქტურული დიალოგის წარმოებას, მდგრადი პლათფორმების შექმნას, როგორც ცენტრალურ , ასევე ადგილობრივ დონეზე.
გადაცემის ბოლოს მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ ადგილობრივ დონეზე, ეფექტიანი, ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით მნიშნველოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენციის გაზრდა , მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პრაქტიკის დასანერგად.
გადაცემის ლინკი-https://www.facebook.com/share/v/8q22TeMy82PHeuNH/?mibextid=oFDknk

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი.
გადაცემათა ციკლი შექმნილია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია ანგარიშვალდებული
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "მედიაჰოლდინგი ფაქტორი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა.ა.ი.პ. რაგბის კლუბ ,,ბაღდათს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ბაღდათის მერმა…
პარასკევი მარტი 06
In სპორტისაქართველოში ტყიბულელ მამუკა კეკელიას ჩამოასვენებენ.ის უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ოკუპანტებმა მოკლეს. ცხედარის გადმოსვენება ამ…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებასაქართველოში ტყიბულელ მამუკა კეკელიას ჩამოასვენებენ.ის უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ოკუპანტებმა მოკლეს. ცხედარის გადმოსვენება ამ…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება