- საზოგადოება
- გადასვლები: 738
საერთაშორისო აეროპორტს და ქუთაისს შორის სამგზავროდ ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
ქალაქ ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ( GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) .
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,ტენდერი ცხადდება პროექტის "ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში.
ინფორმაცია, რომ აეროპორტს და ქუთაისს შორის ტრანსპორტი იმოძრავებდა,აეროპორტების გაერთიანებამ გასული წლის დეკემბერში გაავრცელა .
