ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 68 წლის ქალი ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრიდან’’ დღეს გაეწერა.
კლინიკის ნეიროქირურგის , ბადრი წიქარიშვილის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა ხერხემლის ტრავმა,თავის ტვინის შერყევა,გულმკერდის ნეკნების მოტეხილობა. ქალბატონი მკურნალობას ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადიოდა.
,,წყლის ბაკი გადმოვარდა IX-ე სართულიდან, დაზარალებული ვიყავი ძალიან, სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა და გადამიყვანეს კლინიკაში, ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა. დღემდე ემოციებში ვვარდები ,რომ ვიხსენებ ამ ფაქტს."- დარეჯან იობიძე.
დღეს პაციენტი ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა.