კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ "სოხუმის" ორგანიზებით და USAID საქართველოს მხარდაჭერით, ხონისა და წყალტუბოს ახალგაზრდულ კლუბებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე - “მედიაცია და შუამავლობა, როგორც შერიგების რიტუალი".
ტრენინგზე მონაწილეები პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე თეორიულ მასალას გაეცნენ. ჩაერთნენ როლურ თამაშებში , სადაც მოირგეს მედიატორისა და მოდავე მხარეების როლი. მონაწილეებმა კარგად გაიაზრეს, რომ, მედიაციის მიმდინარეობისას მიუკერძოებელი , მესამე მხარე ეხმარება მხარეებს დავის მოგვარებაში.
ტრენინგში მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ. აღნიშნეს, რომ ის უნარები , რაც მათ მიიღეს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.